ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია "რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო" ბრაიენმა მოაწერეს.Ryanair-ი საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს."ინტერპრესნიუსი"