ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს
ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსდეს, თუმცა, ამ თემაზე გვარამიასთან გამართულ შეხვედრას ადასტურებს.

"განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ
ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ", - აცხადებს ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, ის გამოკითხვაზე დაბარებას "მთავარ არხს" არ უკავშირებს.

"მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით",-აცხადებს ლაურა ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, მას რამდენიმე ობიექტის გაყიდვა სურდა, მათ შორის ერთ-ერთი აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე
კი დიღომში მდებარეობს. მისივე თქმით, მან ჭორის დონეზე შეიტყო რომ ნიკა გვარამიას "მთავარი არხი" "ასტრა დიღომში" განთავსდება.

"ასტრა პარკი" ჩემი არ არის, ჩემი ობიექტი არის პატარა. მათ უნდოდათ 5000 კვადრატული, მე ჭორის დონეზე გავიგე, რომ "ასტრა დიღომს" მიუბრუნდნენ",-აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?