"ენას ძვალი არ აქვს, თუმცა..." - რას წერს ნინო შუბლაძე "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ენას ძვალი არ აქვს, თუმცა..." - რას წერს ნინო შუბლაძე "ფეისბუკში"

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულის შესახებ შუბლაძე "ფეისბუქში" წერს.

"პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ.

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს", - წერს ნინო შუბლაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნინო შუბლაძე დაიკავებს.