ბაღაშვილი, ქაშიაშვილი, გოგსაძე... - კიდევ რომელმა ჟურნალისტებმა დატოვეს "რუსთავი 2"?
ბაღაშვილი, ქაშიაშვილი, გოგსაძე... - კიდევ რომელმა ჟურნალისტებმა დატოვეს "რუსთავი 2"?
"რუსთავი 2" "კურიერის" ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

"დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ "რუსთავი 2" ჩემია, "რუსთავი 2" ჩვენ წაგვართვეს და "რუსთავი 2" ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე "რუსთავი 2"-ში, ამაყი ვარ ყველა წლით", -
განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "კურიერელები" მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"თითქმის 14 წელი გავატარე "რუსთავი 2"-ში. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია.
დღევანდელ დღემდე ასე იყო და მე დღეს მივიღე ალბათ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი. სამწუხარდ, ეს რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული "რუსთავი 2". ამ ყველაფერში ამ ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მოვლენ ალბათ სხვები ჩვენ ადგილზე და გააკეთებენ ახალ "კურიერს", - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

დღეს, ეთერში "კურიერის" არც ერთი გამოშვება ეთერში არ გასულა.

ამასთან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო

უტა
22 აგვისტო 2019 09:43
ერთი კვირაც და აღარავის ეხსომებით
İVANA
22 აგვისტო 2019 08:12
İvana

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?