"6 წლის ბავშვს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ანალიზები საზღვარგარეთაც ჩაიტარა და..."
"6 წლის ბავშვს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ანალიზები საზღვარგარეთაც ჩაიტარა და..."
იდეა, დამეწერა საჯარო მოხელეებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, პირველად 17 წლის წინ გამიჩნდა და უნდა აღვნიშნო, რომ გაამართლა კიდეც. ხშირად გავმხდარვარ მოწმე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორი ინტერესით კითხულობდნენ სტატიას ამა თუ იმ მოხელის სიმდიდრის თაობაზე, ბევრიც მეუბნებოდა, რომ მოუთმენლად ელოდა შემდეგს. ამან გადამაწყვეტინა, რუბრიკა განმეახლებინა, თუმცა ძველი გამოცდილება მკარნახობს, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობა კვლავ უარს მეტყვის, იყოს ჩემი რესპონდენტი. ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ქონებრივი დეკლარაციით
დავინტერესდი და პირველ რიგში დავუსვი კითხვა: რა რეაქცია გქონდათ ვანო ზარდიაშვილის ბრალდებაზე? მან განაცხადა, რომ თქვენი ქონება უფრო უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე თამარ ალანიასი და დიმიტრი გვრიტიშვილისა...

გთავაზობთ ამონ
არიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"გამიკვირდა, რომ ჩემი ქონებით ვინმე გავაოცე და მით უმეტეს, ზარდიაშვილი. არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს. 2014 წელს, ანუ მანამდე, ვიდრე იუსტიციის საბჭოს წევრი გავხდებოდი, შევიძინეთ სახლი სოფელ დიღომში. ეს სახლი ჩემს სახელზეა და მასში 23.200 დოლარი გადავიხადეთ. ასევე გვაქვს სახლი აბაშის რაიონში, სოფელ მარანში, რომელიც ჩემი მეუღლის სახელზეა..."

"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვის განვითარებაზე კარგად აისახება. გარდა ამისა, ჩემს მეუღლეს, როგორც აფხაზეთიდან დევნილს, ბაგებში წლების წინ მისცეს ბინა, 20 კვმ ფართობი. იქ ამჟამად ჩემი დედამთილ-მამამთილი და მაზლი ცხოვრობს. ეტყობა, ზარდიაშვილს ეს ჰგონია დიდი სიმდიდრე..."

"ცხოვრება ხომ უნდა შეძლო? საკვები, წამალი ძალიან ძვირი ღირს ჩვენთან, მით უმეტეს, როცა ბავშვები გყავს, მათ ბევრ რამეს ვერ მოაკლებ, მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სრულყოფილი კვება. სულ მიკვირს, ვინც არ მუშაობს, თავს როგორ ირჩენს? ყოველდღიური საჭიროებისთვის იმდენი იხარჯება, რომ დანაზოგის გაკეთებას ვერც ახერხებს კაცი..."

"დათოს 6 წლის ძმისშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და უცხოეთში დასჭირდა დიაგნოსტირება. საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ ანალიზები საზღვარგარეთაც ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირდა... რაც შეეხება ჩვენი მამებისთვის თანხის გადაცემას, ორივეს მწყობრიდან გამოსული მანქანა ჰყავდა და ორივეს ახლის ყიდვა უნდოდა. ძველი მანქანები გაყიდეს და ახლის შესაძენად თანხა დავუმატე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

დათო
22 აგვისტო 2019 13:45
ძლიერი ქალი ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა სამწუხაროა რომ ცოტა არის ასეთები

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?