"ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კი გინ­დათ, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრე­ბით" - რას წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში
"ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კი გინ­დათ, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრე­ბით" - რას წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ "ტვ პირ­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მის და­ბა­რე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბა უწყე­ბა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­ჩე­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად:

"რუს­თა­ვი 2"-ის თე­მის პირ­წმინ­დად წა­გე­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე დი­ლას­ვე რომ "ტვ პირ­ვე­ლის" დამ­ფუ­ნებ­ლის მა­მას ბრა­ლის წარ­სად­გე­ნად იბა­რებ (აქამ­დე არა­ვის მოს­ვლია თავ­ში ბრა­ლის წარ­დგე­ნა), საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც 11 წლის წი­ნან­დე­ლია და რო­მელ­საც არც მომ­ჩი­ვა­ნი ჰყავს და არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, სხვა არა­ფე­რია, თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ე ბიჭო, ახა­ლი სე­ზო­ნის
და­წყე­ბამ­დე ბა­რემ "ტვ პირ­ველ­საც" მო­ვუგ­რი­ხოთ კი­სე­რიო.

ჰოდა, ვაი თქვენს პატ­რონს, თქვე ჩლუნ­გე­ბო თქვე­ნა! სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­გით­ვა­ლოთ სულ ახ­ლა­ხანს მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ გაქვთ? ამ ბრძო­ლას კი მო­ვი­გებთ, თა­ნაც ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით, მაგ­რამ თქვენ რომ ჩლუნ­გე­ბი ხართ, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კი გინ­დათ, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრე­ბით!"
- წერს გრი­გო­ლია.

ბიზ­ნეს­მე­ნი ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია 18:00 სა­ათ­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. უწყე­ბა წე­რეთ­ლის­თვის ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაც­ნო­ბას გეგ­მავს, რის შემ­დე­გაც მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

გა­მო­ძი­ე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს "თი­ბი­სი ბან­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მიერ "16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბას და დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბას ედა­ვე­ბა".

გიორგი
22 აგვისტო 2019 12:34
კარგი ბიზნესი თუ გინდათ, ანუ სარგებლიანი და თან იბლატავო მთავრობაზე,ყველაფერი დაიკიდო, კლანძღო დ.ა.შ. , ამავე დროს ვერ გაგიბედონ შეკამათებაც კი აუცილებლად ჯერ ტელევიზია უნდა გახსნა და ყველა თემაში "სიტყვის თავისუფლება" ჩააგდო და რუპორით აპიარო.
გაითვალისწინეთ ეს წინადადება ყველაზე საჭირო კრიტერიუმი წარმატებისთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები