"სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება... მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში"
"სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება... მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში"
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავთანდილი წერეთლის შვილი,"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტან წერეთელი წერს.

მისი განმარტებით, პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - "ტვ პირველს" ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში.
სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში", -წერს ვახტანგ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა