"ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი 19 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვამ ჩვენი ოჯახი მორწმუნე გახადა" - კვირის პალიტრა

"ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი 19 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვამ ჩვენი ოჯახი მორწმუნე გახადა"

მაია დაბრუნდა. არსად წასულა, მაგრამ აღარ ჩანდა: მით უმეტეს, – ქართულ ჭადრაკში. განზე იყო. ჭადრაკს მიღმა, თავის შექმნილ სამყაროში... თუმცა მთავარია, რომ დაბრუნდა, დაბრუნდა, რათა თავისი უდიდესი გამოცდილება ახალი დედოფლების (მეფეებისაც!) გასაზრდელად დახარჯოს. სექტემბრიდან დიდ დიღომში მაია ჩიბურდანიძის აკადემია იხსნება. 4-8 სექტემბერს ჭადრაკის დედოფლის აკადემია საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სასწავლო პროცესიც დაიწყება. ჭადრაკის დედოფალთან ინტერვიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, გტთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტრევიუდან:

- მორწმუნე როგორ გახდით?

- ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი 19 წლის ძმის (ჭადრაკის თამაში სწორედ მან მასწავლა) ტრაგიკულად დაღუპვამ ჩვენი ოჯახი მორწმუნე გახადა. ტაძარი რვა წლის ასაკიდან შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში.

- როცა ძმა გარდაიცვალა, ცხადია, თქვენთვის ჭადრაკზე სატარებლად არავის ეცალა, მაგრამ დედათქვენს რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა, სადაც თქვენი ძმა სთხოვდა, მაია საჭადრაკო წრეში დააბრუნეთო. ოდესმე თქვენც გქონიათ მსგავსი მინიშნება? - მთელი ჩემი ცხოვრება უფლის მინიშნებებით აღსავსე სასწაულია. მისი დაშვების გარეშე არაფერი ხდება და სწორედ უფლის ნება იყო 17 წლის ასაკში ჩემი მსოფლიო ჩემპიონად გახდომაც.

- შეგცვალათ ამ წოდებამ? 17 წლის გოგონასთვის რთული არ იყო ასეთი "ტვირთის" ტარება?

- არ შევუცვლივარ! დედა ბავშვობიდანვე მინერგავდა: მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, წარმატება კი უფლის წყალობაა და თავში არ აგივარდესო!

- ნონა დღემდე აქტიურად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში, თქვენ კი არა. რატომ?

- ნონას უჭადრაკოდ სიცოცხლე არ შეუძლია. ჭადრაკი მეც მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი ნამდვილად არ უკავია. თვითონ ჭადრაკში რა მიყვარს?

ახალი გზების ძებნა, ლამაზი იდეების აღმოჩენა, ძველი რომანტიკული სტილი. მგონია, რომ ჭადრაკი კოსმოსური წარმოშობის თამაშია, ადამიანი ვერ შექმნიდა ასეთ ამოუწურავ სიღრმეს. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა