"გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა" - კვირის პალიტრა

"გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა"

"სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის პატრიოტიზმი გამოიხატება "პუტინ ხუილოს" ძახილში. მეტი არ იციან, მეტი განათლება არა აქვთ. განათლებული ადამიანი პროტესტის ამ ფორმას არ აირჩევს. დღეს გამოხატვის თავისუფლება თავხედობაში აქვთ გადასული", - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

გუბაზზე აკრეფილი

- საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას არ უნდა მოვერიდოთ. როცა სოციალურ ქსელში ვწერ, ამით თითქოს იმ რაღაცას ვებრძვი, რაც არ მომწონს. ჩემმა პროფესიამ ადამიანების ცნობა მასწავლა. ვხვდები, ვინ როგორი პიროვნებაა, კეთილია, ბოროტია, სუფრასთან როგორია... კაცს, რომელსაც არ შეუძლია, დედის სადღეგრძელო წარმოთქვას, ის რა კაცია, რაზე უნდა ელაპარაკო? არადა, ასეთი ადამიანებითაა გაძეძგილი ეს ქვეყანა. ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები სულ ერთმანეთს "უძვრებიან", ათას სიბინძურეს ვუყურებთ. რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები მერე ეკრანიდან მორალს გვიკითხავენ. გუბაზ სანიკიძეზე მაქვს მაგრად აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო.

(ძალიან გთხოვ, ასე დაწერე), ადამიანი ასე არ უნდა დაეცე, არ უნდა გაიხრწნა, არ უნდა გაბოროტდე. შენი კომფორტული გარემოს მოსაწყობად, ქვეყანა არ უნდა გამოიყენო. ბიძინა ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა.

დღის განმავლობაში ვფიქრობ დედაზე, შვილზე, მეუღლეზე, დაზე, მამიდაზე, მეგობრებზე, ჩემს პროფესიაზე... ვინ დამაჯერებს, რომ პოლიტიკოსები დღე და ღამე სამშობლოზე ფიქრობენ?

"ჯოს! ჯოს!"

- ცალკე თემაა აქციის ამბები, რომელიც უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის პატრიოტიზმი "პუტინ ხუილოს" ძახილში გამოიხატება. მეტი არ იციან, მეტი განათლება არა აქვთ. განათლებული ადამიანი პროტესტის ამ ფორმას არ აირჩევს. დღეს გამოხატვის თავისუფლება თავხედობაში აქვთ გადასული. ყველაზე დიდ პროტესტს უმოქმედობა იწვევს. ობიექტურად რომ შევხედოთ, ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აფიშირება ნაკლებად ხდება. ხალხი კი დაპირებების ასრულებას ელოდება. "ხომ შეგვპირდა და რატომ არ გააიაფა?" ამ ქვეყანაში ხალხს არა აქვს თვითრეალიზების უნარი. ან აქვს და ამბობს: - კარგი, რა, 500 ლარზე ვიმუშაოო? უმადურობაც ჩვენი ხალხის სენია. რაც უნდა გააკეთო, ერთი თუ შეგეშალა, იცოდე, ის ათასი სიკეთე უკვე აღარავის აინტერესებს. უმადურობა უნიჭობაცაა. ნიჭიერი ადამიანი არასდროს გაბოროტდება. საშუალოდ ნიჭიერი შეიძლება გაბოროტდეს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ კაცს რა გააბოროტებს? ის სიკეთითაა სავსე და გამორიცხულია, ვინმეს რამე დაუშაოს. ერთმანეთი ვერაფრით შევიყვარეთ, გამუდმებით ვიკბინებით და ვიგესლებით. ეს "ჯოს! ჯოს!" აღარ უნდა დამთავრდეს? ალბათ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი თუ არ იქნება, ისე ქვეყანა ვერ განვითარდება.

როცა გავრილოვი პარლამენტში სპიკერის სავარძელში ვნახე, ძალიან ცუდად გავხდი, გავცოფდი... მერე, როცა ცოტათი დავწყნარდი, ბევრ რამეზე დავფიქრდი. ეს ადამიანი ჩამოვიდა, რაღაც ენაზე ხომ უნდა ველაპარაკოთ. ომი ჩვენ არ გვინდა, დიპლომატია არ გვინდა. საერთოდ რა გვინდა? ეს თემა როგორ მოგვარდება? მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფრის გამო აღშფოთდნენ, იმ დღეს მეც "დასაბმელი" ვიყავი, მაგრამ ხალხის გულწრფელი ემოცია პოლიტიკოსებმა ცუდად გამოიყენეს. ეს რევოლუციები და მთავრობის სახლის აღება აღარ უნდა დამთავრდეს?

იმ შემზარავი ღამიდან მესამე დღეს სპექტაკლი გვქონდა, რომლითაც სეზონს ვხურავდით. დაისვა შეკითხვა, ვითამაშოთ თუ არ ვითამაშოთ? მაგრამ ეს ის თეატრია, სადაც ომის დროსაც ვთამაშობდით. რა სიმბოლურია, რომ წლევანდელი სეზონი სპექტაკლით - "ბედი ქართლისა" დავხურეთ. სპექტაკლში ლაპარაკია იმ ამბებზე, რომელიც ქვეყანამ ოქროს საწმისიდან დღემდე გამოიარა. გაგრძელება