საქართველოში 3 სექტემბრის ჩათვლით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
საქართველოში 3 სექტემბრის ჩათვლით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სითბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე," -
ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები