"რობერტს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენი ტრადიციები... უკვირს დედაშვილური სიახლოვე, რაც იქ არ არის დამკვიდრებული"
"რობერტს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენი ტრადიციები... უკვირს დედაშვილური სიახლოვე, რაც იქ არ არის დამკვიდრებული"
"ძალიან მეტკინა გული, ქართველი უცხოეთში ასეთ მდგომარეობაში რომ იყო..."

მეგი სტემპენ-გიუნტერი გერმანიაში თარჯიმნად მუშაობს და იმავდროულად, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების საფლავებს ეძებს.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფასიან განყოფილებაზე ჩავირიცხე, ქართულისა და ინგლისურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, ვერც ქირა გადავიხადე და ვერც სწავლის გაგრძელება შევძელი... აკადემიური ავიღე, გადავწყვიტე, ერთი წელი მემუშავა და ასე ვიპოვე, გერმანიაში, Au Pair-ის პროგრამა. ეს ოფიციალური გაცვლითი პროგრამაა, ანუ სტუდენტი გოგონა ან ბიჭი მიდის გერმანულ
ოჯახში, მათთან ერთად ცხოვრობს, უვლის მათ შვილებს და ეხმარება საოჯახო საქმეებში. იმავდროულად ეცნობა იქაურ კულტურას, სწავლობს ენას... როდესაც ეს ყველაფერი გავარკვიე, ოჯახში გამოვაცხადე, რომ გერმანიაში მინდოდა წასვლა. თავიდან არასერიოზულად აღიქვეს, რადგან მანამდე ამ ქვეყანასთან კავშირი არ მქონია, თუმცა, გამოცდა ჩავაბარე და ერთი წლის შემდეგ, 2007
წელს ფრანკფურტში ჩავედი. რამდენიმე ოჯახი გამოვიცვალე, თუმცა, საბედნიეროდ, გაუსაძლისი არც ერთი არ იყო.

- ოჯახებში მუშაობის შემდეგ, სხვა მიმართულებით როგორ წახვედი?
- ერთი წელი ენის კურსებზე დავდიოდი, იმავდროულად, სამ ადგილას ვმუშაობდი, რადგან თუ ოჯახი არ გეხმარება, აქ ცხოვრება შეუძლებელია... ერთ-ერთ ქართულ რესტორანსა და იტალიურ კაფეში "სალაროზე" ვმუშაობდი და ოჯახებში, სახლების დალაგებაზეც დავდიოდი, მქონია შემთხვევა, როდესაც ბინა არ მქონდა და რამდენიმე ღამე ავტობუსის გაჩერებაზე, ჩემოდანზე მეძინა. გათენდებოდა თუ არა, იქვე მოვიწესრიგებდი თავს და სამსახურში მივდიოდი...

- როგორ გამოძვერი სიტუაციიდან?
- გერმანიაში გაცნობილმა ქართველმა და დამეგობრებულმა ადამიანმა დამირეკა და მკითხა, სად ხარო? ვუთხარი, სადაც ვიყავი. მის გარდა არავისთვის მითქვამს, მინდოდა, სიტუაციიდან ჩემით გამოვმძვრალიყავი. დამინახა თუ არა, - ახლავე ადექი და ჩემთან წამოდიო. არადა, თვითონაც სტუდენტურ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ არ მომეშვა... ენის კურსების გავლის შემდეგ, მოსამზადებელ კოლეჯში ჩავაბარე და კვალიფიკაცია ავიმაღლე.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანი?
- იმ იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა და ერთმანეთი იქ გავიცანით. ძალიან სწრაფად გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, 6 თვეში ყველაფერი მოვასწარით. გათხოვების შემდეგ, რაღაც პერიოდი სამსახურს თავი დავანებე, შევისვენე და შემდეგ სწავლა, აუსბილდინგში, საცალო გაყიდვების მენეჯმენტში დავიწყე... თუმცა, შემდეგ რობერტი სამხედრო სამსახურში კონტრაქტორად წავიდა, ქალაქი და გეგმები შევცვალეთ.

- თარჯიმნობა როგორ დაიწყე?

- მეგობარმა მითხრა, ქართულის თარჯიმანს ეძებენ, სცადე, თუ მოეწონები, სხვა დროსაც დაგიძახებენო. ჩემი პირველი ქართველი კლიენტი კბილის ექიმი გახლდათ, რომელიც ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო, თუმცა, საბუთების პრობლემა არ ჰქონდა. უბრალოდ, გამოცდილება არ ჰყოფნიდა და ამიტომ ნერვიულობდა. ამის შემდეგ, კრიმინალურმა პოლიციამ გამომიძახა სასამართლო პროცესზე. ცოტა ვინერვიულე, რადგან სამართლებრივი ტერმინოლოგიის თარგმნის პრაქტიკა მანამდე არ მქონია. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთხელ, ერთ ქართველთან გამომიძახეს თარჯიმნად. იქ მისულს თავშესაფრის საძიებლად ჩამოსული ბიჭი დამხვდა, რომელიც ძალიან ცუდად იყო ნარკოტიკებისგან. ე.წ. ლომკა ჰქონდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ნერვიულობისგან თითებს იჭამდა და სისხლი სდიოდა... გვერდით რომ დამიჯდა, საწერ-კალამი მომაწოდა, ხელი რომ მომეწერა. ახალი გაგებული მქონდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ და უარი ვუთხარი გამორთმევაზე. მიხვდა, ასე რატომაც მოვიქეცი და ისეთი საბრალო თვალებით შემომხედა, - C ჰეპატიტი მაქვს, ცოლმაც მიმატოვაო. არადა, აქ რომ ჩამოვედი, ჯანმრთელი ვიყავიო, - რაღაცნაირად, დამნაშავესავით აღმოხდა. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს ამბობდა. ვერ ვიტყვი, რომ პოლიციელი ლმობიერად ექცეოდა. ძალიან მეტკინა გული, ქართველი უცხოეთში ასეთ მდგომარეობაში რომ იყო... ძალიან ახალგაზრდა იყო და უკვე ნარკოდამოკიდებული.

- რა ბედი ეწია? გაგრძელება


რუბრიკის სხვა სიახლეები