"ჯერ დედა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მის შვილს უბედურება ელოდება" - რას წერს "ფეისბუკში" ბუტა რობაქიძის დედა - კვირის პალიტრა

"ჯერ დედა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მის შვილს უბედურება ელოდება" - რას წერს "ფეისბუკში" ბუტა რობაქიძის დედა

2004 წლის 23 ნოემბრის ღამით წერეთლის პროსპექტზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი შვილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"24 აგვისტო არის ჩემი უდიდესი ბედნიერების და უსაზღვრო უბედურების დღე, რადგან დღეს, ჩემი ბუტიკოს დაბადების დღეა, რომელიც 34 წლის უნდა გამხდარიყო დღეს, ის კი მარად 19 წლის დარჩა, ჯალათი სააკაშვილის ბოროტი სურვილების გამო. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისს და საქართველოს დააკლდა, ერთი კარგი, ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ნამდვილი, კაცური კაცი იქნებოდა დღეს. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი მდგომარეობა და არც არის საჭირო სხვას მოვახვიო ჩემი ტრაგედია თავს, ისედაც დამძიმებულ ცხოვრებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჯერ, დედა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მის შვილს უბედურება ელოდება. ყველა დედას, მინდა დავულოცო შვილები და ვუსურვო არასდროს გამოსცადონ ის უბედურება, რაც მე გამოვიარე. ქალბატონ ნინო ჯღარკავას კი, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ თბილი სიტყვებისთვის რაც ჩემს მიმართ გამოხატა, ასევე ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვისაც ბუტა გახსოვთ და ჩემს უსაღვრო ტკივილს იზიარებთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი", - წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა"