"ზელიმხან ხანგოშვილი თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო"
"ზელიმხან ხანგოშვილი თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო"
პანკისის სოფელ დუისში, გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს.

ხეობაში, ხანგოშვილების სახლთან იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წავლასში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ 2015 წელს, მაშინ როდესაც ხანგოშვილს თბილისში სახლთან ოთხი ტყვია ესროლეს, ხელისუფლებამ გამიზნულად არ გამოიძია მომხდარი, რის გამოც ხანგოშვილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

"ეს მთელი ხეობის ტკივილია. ამ ხელისუფლების დროს ის იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა. 2015 წელს, თბილისის ცენტრში,
5-6 კამერის წინ ესროლეს და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამიტომ, ეს ადამიანი იძულებული გახდა გახიზნულიყო ევროპის ქვეყნებში. სწორედ ამ ხელისუფლების გამო, რომ დანაშაული არ გახსნეს, მოხდა ეს.

ის იყო ძალიან ახლობელი ადამიანი ჩემთვის და მთელი ხეობისთვის. თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო",
- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს,მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიში ხანგოშვილს თავის არეში ცეცლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები