"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში"
"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრად სწორედ 25 აგვისტოს აკურთხეს. მან პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა.

"დღევანდელ კვირას დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღი და მინდა მივულოცო მას. მადლობა მინდა ვუთხრა მთელი მისი ღვაწლისთვის. მისი მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში,
საქართველოს ეკლესიაში",- აღნიშნა მეუფე შიომ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები