"გვესმის ასეთი გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას" - კვირის პალიტრა

"გვესმის ასეთი გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას"

ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ვნებების საწყისი დემონური სამყაროა.

"ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი - "რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე". ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას",- განაცხადა მეუფე შიომ.

"ინტერპრესნიუსი"