ვის კანდიდატურას განიხილავენ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად?
ვის კანდიდატურას განიხილავენ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად?
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება.

არსებული ინფორმაციით, თამარ რუხაძესთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე გაიმართა, თუმცა, თავად რუხაძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნულ საკითხზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც რუხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ვინმე მის კანდიდატურას განიხილავს, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში უნდა დავაზუსტოთ.

„თუ ვინმე განიხილავს ჩემს კანდიდატურას, ეს უნდა ჰკითხოთ თავად მათ“, - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შემოთავაზება ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან, რუხაძემ კომენტარის
გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის
წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო.

ამასთან, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

"ინტერპრესნიუსი"


















მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა