"30 წლამდე პოლონელი ქალი ხევში გადაიჩეხა. იქ გზის გარჩევა ღამით თითქმის შეუძლებელია. დიდი ბრძოლით მივაღწიეთ დაშავებულამდე და..."
"30 წლამდე პოლონელი ქალი ხევში გადაიჩეხა. იქ გზის გარჩევა ღამით თითქმის შეუძლებელია. დიდი ბრძოლით მივაღწიეთ დაშავებულამდე და..."
ფოტო:თორნიკე ხუციშვილი
"ხშირია მომენტები, როცა ყოფნა-არყოფნას წამები წყვეტს"

ქართველი მაშველები ხმელეთზეც არიან და წყალშიც, ებრძვიან სტიქიას, ნგრევას, სიკვდილს, მუდმივად­ ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა და უკან დახევა არ სჩვევიათ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველი, კაპიტანი თორნიკე ხუციშვილი საინტერესო და ემოციურ შემთხვევებზე გვიყვება:

- 5-6 თვის წინ სოფელ ჯუთიდან როშკაში, აბუდელაურის ტბაზე 5 პოლონელი ტურისტი გადაადგილდებოდა. როცა ხევსურეთში გადმოვიდნენ და ჭიუხის მასივი­ გადმოლახეს, 30 წლამდე ქალი მიუდგომელ ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის
ადგილზე შს სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ჯგუფი გავედით და დაახლოებით ღამის 3 საათზე ავედით სოფელ როშკაში. იქ დღისით კიდევ შეიძლება გზის გარჩევა, ღამით კი თითქმის შეუძლებელია. დიდი ბრძოლით მივაღწიეთ დაშავებულამდე. ქალს თავზე სამი ჭრილობა და ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა, საკაცითა და თოკებით ამოვიყვანეთ და როშკამდე
მივიყვანეთ, სადაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გველოდა.

- რა შეიძლება დასახელდეს მსგავსი ფათერაკების მიზეზად და რა ნორმები უნდა დაიცვან მოლაშქრეებმა?
- საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდის და, ალბათ, არა აქვთ სრული ინფორმაცია, რომ აქ ველური ბუნებაა. ყველაზე მეტი შემთხვევა ყაზბეგში, სვანეთსა და ხევსურეთში ხდება. ტურისტებს პროფესიონალი გიდი უნდა გაჰყვეს, მარტო და ბედის ანაბარა არ უნდა დადიოდნენ.

შემთხვევების დიდი ნაწილი უცხოელებზე მოდის. ამას წინათ ცაგერში შვეიცა­რიის ორი მოქალაქე გოგონა დაიკარგა. საბედნიეროდ, ვიპოვეთ და უვნებლად ჩამოვიყვანეთ, შემთხვევის მიზეზი კი იყო არასწორი გათვლა - ერთ-ერთ გოგონას ორი ჩანთა ეკიდა ისეთ რთულ რელიეფზე­, სადაც მაქსიმალურად მსუბუქად უნდა წახვიდე. მთაში ვინც მიდის, სწორად უნდა შეარჩიოს ფეხსაცმელიც და თან უნდა იქონიოს საძილე ტომარაც. მთასთან ხუმრობა­ არ შეიძლება, მკაცრია და შეცდომას არ გაპატიებს. მთაში თუ თოვლი და ზვავი არ არის, ქვათაცვენის საშიშროებაა და ასეთ ადგილებში ჯგუფურად გავლა არ შეიძლება. ჯერ ერთმა უნდა გაიაროს, წინ წავიდეს­ (მას მეთვალყურე ჰქვია) და დანარჩენებს ანიშნოს, ქვა წამოვიდა თუ ლოდი. სადაც რთული რელიეფია, იმ მონაკვეთს ეტაპობრივად თითო ადამიანი გადის და თუ საფრთხე დაინახეს, ერთმანეთს აფრთხილებენ.

- სად არის ყველაზე რთული რელიეფი?
- ყველაზე რთული რელიეფის თუშეთის გზაა. ახლახან ამ გზის 23-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. ერთი კვირა ვიმუშავეთ - 400-მეტრიან ხევში გადავარდნილი ადამიანები თოკებით და საკაცით უნდა ამოგვეყვანა. იმ ადგილს მოსავლელი გზაც არა აქვს. ჩავედით და ძალიან მძიმე სანახაობა დაგვხვდა... ადამიანური ფაქტორია, ჩვენც გვიჭირს, როცა ასეთი შემთხვევების მომსწრენი ვხდებით, მაგრამ იმ მომენტში გონება უნდა გათიშო, მაქსიმალურად უნდა დაიცვა უსაფრთხოების ნორმები და უვნებლად ჩააბარო ოჯახს ადამიანი, რომელსაც შველა სჭირდება.
ხშირია მომენტები, როცა ყოფნა-არყოფნას წამები წყვეტს.

- სწორედ წამები წყვეტდა ყველაფერს 13 ივნისის მძიმე ღამეს, როდესაც თქვენს მეგობრებთან ერთად მთელი ოჯახი და მათი ძაღლიც კი სასწაულებრივად გადაარჩინეთ...
- 13 ივნისის ღამე უმძიმესი იყო. მე და ჩემმა მეგობრებმა წყნეთისხევის დასახლებაში ქარდავების ოჯახი ჩაძირული სახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ. სახლში წყალი მეორე სართულის ფანჯრიდან შედიოდა. უფროსებს 1 წლის ბავშვი სხვენში აეყ­ვანათ და ასე ცდილობდნენ მის გადარჩენას. საბედნიეროდ, სახლს ისეთი მხარეც ჰქონდა, სადაც წყალი მდორე იყო, შევძელით გადაცურვა და სახლში შეღწევა. წამები წყვეტდა ყველაფერს, ნავის მოტანას ვერ მოვასწრებდით, შეიძლებოდა წყლის ნაკადს, რომელიც ელვის სისწრაფით მატულობდა, სახლი მოეგლიჯა. თოკი გადავჭიმეთ და გადმოვიყვანეთ ოჯახის ყველა წევრი და მათი ლაბრადორიც. ახლა რომ ვხედავ იმ პატარა სანდროს, გაზრდილსა და ჯანმრთელს, ძალიან მიხარია.

- 7 წელია ამ გმირულ საქმიანობას ეწევით, ყველაზე ხშირად რომელი შემთხვევა გახსენდებათ?
- ერთს გავიხსენებ: შემოვიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე რეკავდა ოჯახში, სადაც, წესით, შინ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ კონტაქტზე არავინ გამოდიოდა. მივედით ადგილზე, მეათე სართულზე ფანჯრიდან შევედით ბინაში და დაგვხვდა ასეთი სურათი: სააბაზანოში ორსული ქალი იყო წაქცეული, კართან მოხუცი ქალი, საწოლში კი ბავშვი, რომელსაც სახეზე საბანი ჰქონდა გადაფარებული. ალბათ, საბანმა უშველა, რომ უგონოდ არ დაგვხვდა. საბედნიეროდ, მივუსწარით და ყველანი გადარჩნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ იმავე მისამართზე მოგვიწია გამოძახებამ, კარი ჩაჰკეტოდათ და მთელი ოჯახი გარეთ დაგვხვდა. ახალგაზრდა ქალს, რომელიც პირველ გამოძახებაზე ორსული იყო და სააბაზანოში უგონოდ დაგვხვდა, ხელში თვეების ბავშვი ეჭირა. გული სიხარულით ამევსო. ის ბავშვი დაბადებულა და რომ წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მაშინ მომხდარიყო...

გმირი მაშველები


ივლისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 67 კაცი გადაარჩინეს, აქედან 8 არასრულწლოვანია, 31 - უცხო ქვეყნის მოქალაქე. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე 25 დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს.
ნანა
14 სექტემბერი 2019 22:11
უფალმა ყველა განსაცდელისაგან დაგიფაროთ კეთილო,გმირო ადამიანებო.
მაკა
14 სექტემბერი 2019 22:05
დიდი მადლობა ყველაფრისათვის.თქვენ ნამდვილი გმირები ხართ და იმედია, დაგიფასდებათ თავდადება.უფალი გფარავდეთ
liziko
14 სექტემბერი 2019 20:01
ორი წლის წინ კახეთიდან მოვდიოდით თებერვალი იყო გზაში წამოვიდა თოვლი დაერთო ცივი ქარი,ცუდი ხილვადობა,მანქანების კოლინა მოდიოდა ძალიან ნელა ტაატით, სადღც მოგვიცურდა მანქანა და გვერდით თხრილში წამოწვა სანამ გავიაზრებდით რა მოხდა,და თან მარტო მძღოლი იყო მამაკაცი,დანარჩენებიქალები და ბავშვები მძღოლი კი გადმოვიდა უვლიდა მანანას გარშემო მეტს ვერაფერს შველოდა.უცბათ , ჩვენს უკან გაჩერდა მანქანა 4 ახალგაზრდა გადმოვიდა მოვიდნენ ,ასწიესმანქანა და გზაზე გადმოიყვანეს ესენი ჩვენი კარგი მაშველები ყოფილან სულ ჯანმრთელად და წარმატებით ევლონ მთასა თუ ბარში,წარმატებები ბიჭებო

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?