"დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე, ეს სრული სიგიჟეა" - კვირის პალიტრა

"დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე, ეს სრული სიგიჟეა"

დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე. ეს სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯში ტაძრებამდე გადაადგილება ქართულ მხარეს კვლავ შეზღუდული აქვს. ამასთან, არქიმანდრიტის შეფასებით, აზერბაიჯანის მხარეს არსებული ვითარების შეცვლა არ სურს.

"აზერბაიჯანელებმა უკვე სტაციონალური კარვები დადგეს. დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე. ეს სრული სიგიჟეა. სხვა მხრივ, უცვლელი მდგომარეობაა, მათ სრულიად დაკეტილი აქვთ მონასტრები. არც მომლოცველს, არც ჩვენ და ქართველ მესაზღვრეებსაც კი არ უშვებენ, საერთოდ, თხემზეც კი“,- განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

"ინტერპრესნიუსი"