"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - რას აცხადებს "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - რას აცხადებს "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი

თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ისინი დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

"უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს "ნიუსრუმი" არის ცარიელი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ შემოვედით, დაგვხვდა ტელევიზიის 800-მდე თანამშრომელი. თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში - დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება", - განაცხადა იმნაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"