"რუსთავი 2" "კომედი შოუს" 11-მა წევრმა დატოვა, 31 კი აგრძელებს მუშაობას - ვინ წავიდა და ვინ დარჩა? - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2" "კომედი შოუს" 11-მა წევრმა დატოვა, 31 კი აგრძელებს მუშაობას - ვინ წავიდა და ვინ დარჩა?

"რუსთავი 2" "კომედი შოუს" გუნდის 11-მა წევრმა დატოვა, 31 ადამიანი კი ისევ აგრძელებს მუშაობას. არხზე დარჩნენ ალეკო მალხაზიშვილი, ნიკა არაბიძე, მიშა ანდღულაძე, ვახო ბიჭიკაშვილი და სხვები. წავიდნენ: ვანო ჯავახიშვილი, თამუნა ლეკვეიშვილი, ქართლოს ნატროშვილი და ა.შ.

"კომედი შოუს" "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რუსთავი 2- ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს

გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით

ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი "კომედი არხი"