"ის არ იყო აგრესიული... ცნობილი ოჯახის შვილია", - როგორ ახასიათებენ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს - კვირის პალიტრა

"ის არ იყო აგრესიული... ცნობილი ოჯახის შვილია", - როგორ ახასიათებენ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლის ინფორმაციით, დაკავებული კონფლიქტური არ იყო.

როგორც ბრალდებულის მეზობელმა ნათია თოდუამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მცირე ფსიქიკური პრობლემები მის მეზობელს აღენიშნებოდა, მაგრამ იგი არ იყო არც აგრესიული და არც კოფლიქტური.

მისივე თქმით, ბრალდებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთანაც.

„ის არ იყო აგრესიული, მათ შორის, არც ოჯახში. რა მოხდა, არ ვიცი. მას არც გარეგნულად ეტყობოდა ფსიქიკური პრობლემები. იგი ცნობილი ოჯახის შვილია. მეზობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. არც კონფლიქტური იყო. ოჯახში დედასთან ერთად ცხოვრობდა“, - განაცხადა ნათია თოდუამ.

იხილეთ ასევე: "ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა