"ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია" - ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ - კვირის პალიტრა

"ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია" - ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ

ჰოლივუდი საქართველოში და ქართველი "ჯულიეტა მაზინას" ახდენილი ოცნება

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის -Fast and Furious 9 ("ფორსაჟი 9") გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

როგორც "აწარმოე საქართველოში" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია...

ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც, რომელსაც გარეგნობის გამო "ჯულიეტა მაზინას" ეძახიან... გადაღებიდან დაბრუნებულმა, თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალ "გზის" მკითხველს გაუზიარა... გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ამ ფილმს მსოფლიო ელოდება და ყურადღების ცენტრშია! ეს იყო საოცრება. მაგარი შეგრძნებაა, როცა მსგავსი ფილმის გადაღება შენ თვალწინ ხდება... პროფესიონალების უზარმაზარი ჯგუფი მუშაობს ფილმზე. ყველაზე ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა აქვთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი... რაც შეეხება როლს, ეპიზოდებს, ვერაფერს გავამხელ, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია..."

"ჰოლივუდის დავალებით თბილისში კასტინგი გამოცხადდა, სადაც ჩემმა მეგობარმა - ლელა დალაქიშვილმა ჩემი ფოტოები დაუკითხავად გადააგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ მე ფილმში მივიღებ მონაწილეობას... დაგვიბარეს 15 აგვისტოს და ამირჩიეს ოთხი სხვადასხვა სამოსი..."

"ამაზე ალბათ, ბევრი ოცნებობს; აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა! მოგეხსენებათ, ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ..."

"ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე ამდენი ადამიანის სიყვარული, მათი თანადგომაა. ადამიანები გრძნობენ გულწრფელობას, რაც სამწუხაროდ, დღეს დეფიციტია. არასოდეს ვყოფილვარ ბოროტი, ეგოისტი, მოშურნე, პირიქით - ყველას სიხარული მიხარია და ყველას ტკივილს განვიცდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე