პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს - კვირის პალიტრა

პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს

პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა.

როგორც ვასაძემ განაცხადა, მცირეწლოვანი სახლში გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით გაეწერა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

იხილეთ ასევე: "ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა