"ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა... შევრცხვი" - დეპუტატის განმარტება მის "ფეისბუქლაივზე" - კვირის პალიტრა

"ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა... შევრცხვი" - დეპუტატის განმარტება მის "ფეისბუქლაივზე"

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი, ვრეჟ მურადიანმა "ფეისბუქის" გვერდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების საჩვენებლად "ლაივი" ჩართო, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა. საქმე იმაშია, რომ ვიდეოში დეპუტატმა შემთხვევით "ფეისბუქის" ეფექტები გამოიყენა. ის კადრებში ხან ჯადოქრისა და ხან მგლის ეფექტებით მოგვევლინა.

ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს დეპუტატმა "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში უპასუხა. მას "ლაივით" მხოლოდ ორჯერ უსარგებლია და ეფექტების ფუნქციაზე ხელი შემთხვევით მოუხვდა:

"სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა" - ამბობს ვრეჟ მურადიანი. (გაგრძელება)