"მე და ახა­ლი თვა­ლი" - რას წერს მაკო გო­მური, რო­მელ­მაც 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს თვა­ლი და­კარ­გა - კვირის პალიტრა

"მე და ახა­ლი თვა­ლი" - რას წერს მაკო გო­მური, რო­მელ­მაც 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს თვა­ლი და­კარ­გა

19 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის ღამეს თვალი დაკარგა, ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. გომური ფოტოს "ფეისბუქზე" ერთ-ერთ ჯგუფში ავრცელებს:

"ნახეთ, ნახეთ, ნახეთ, მე და ახალი თვალი... სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე, პ.ს დიახ, შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით"- წერს მაკო გომური.

მაკო გომური 20-21 აქციის დარბევის დროს დაშავდა. როდესაც სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ერთ-ერთი ტყვია მაკოს მოხვდა, რის გამოც მან თვალი დაკარგა. იხილეთ სრულად