რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩის გამო, სტადიონის მიმდებარე ქუჩები დაიკეტება - კვირის პალიტრა

რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩის გამო, სტადიონის მიმდებარე ქუჩები დაიკეტება

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე - "დინამო არენა" რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 31 აგვისტოს, 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, სტადიონის მიმდებარე ქუჩები მთლიანად დაიკეტება. მატჩის გამო, შემდეგი ქუჩები გადაიკეტება: გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები სრულად, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად, ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით.

ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

"ინტერპრესნიუსი"