ვლადიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის დედაქალაქში ვარშავაში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.

"ორი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიპატიჟა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის "50 ქალი საქართველოდან" გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში".

"ინტერპრესნიუსი"