მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი კერძო სახლის მეორე სართულიდან წუხელ გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნნიუსი"