"წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!" - ხობისწყლის ქვიშაში ცნობილი ვენერა მილოსელის "ტყუპისცალი" აღმოაჩინეს
"წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!" - ხობისწყლის ქვიშაში ცნობილი ვენერა მილოსელის "ტყუპისცალი" აღმოაჩინეს
ხობისწყლის ქვიშაში მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის "ტყუპისცალი" აღმოაჩინეს

მართალია, ყველაფერი ხდება, მაგრამ არა მგონია, ხობელ მზისადარ და გიორგი წულაიებს ოდესმე ის ეფიქრათ, რომ ხობისწყლის ქვიშაში მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის "ტყუპისცალს" აღმოაჩენდნენ! ისინი მართლაც უნიკალური აღმოჩენის ავტორები გახდნენ - ცოლ-ქმარს მდინარე ხობისწყლიდან შინ მიტანილი სამშენებლო ქვიშის გაცრის დროს ხელთ უცნაური ნივთი შერჩა, რომელიც ულამაზესი ქანდაკების თავი აღმოჩნდა. მაშინვე სათუთად გაასუფთავეს, გარეცხეს და იმავე წუთში მეზობელთან, ხობის კულტურის ცნობილ ქომაგთან, ქალბატონ მარინა
ჯღარკავასთან წაიღეს, მან კი ამ მშვენიერების დანახვისას ლამის მეტყველების უნარი დაკარგა და ხობელ ისტორიკოსთან, გიორგი­ ჩიტაიასთან­ გაიქცა. ჩვენ ბატონი გიორგი მოვძებნეთ და ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ ვაამბობინეთ.

- ბატონო გიორგი, რასთან გვაქვს საქმე?

- ხობელებმა მართლაც ულამაზესი ქანდაკება ვიპოვეთ, რომელსაც მე ნახევრად ხუმრობით და სრული
აღფრთოვანებით "დიანა" შევარქვი. პირადად ჩემი აზრით, ის მართლაც უნიკალური ნივთია, რაც კვლევებით უნდა დადასტურდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ "დიანა" სადღაც მე-5 საუკუნემდეა შექმნილი.

ის, რომ ქანდაკება მდინარის ქვიშაში აღმოჩნდა, არ არის გასაკვირი - დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით ზღვისპირეთი, უძველესი ელინური კულტურითაა სავსე და რა გასაკვირია, რომ "დიანაც" ამ კულტურას ეკუთვნოდეს. ალბათ, ის რომელიმე სამარხში იყო, საიდანაც ნალექებმა ან მეწყერმა ჩამორეცხა.

ზუსტად ისე, როგორც ვანის ნაქალაქარი ირეცხებოდა (ვანის უნიკალური ოქროს ნაწილი სწორედ ტალახშია ნაპოვნი!), შემდეგ მდინარემ "იპოვა" და ჩვენ მოგვიტანა! მთლად "დიანასთანა" ვერა, მაგრამ ხობი მსგავსი "საჩუქრებით" განებივრებულია. სწორედ ახლახან აღმოვაჩინეთ ქრისტეს დროინდელი ბერძნული წარწერები. წარმოგიდგენიათ, ეს რა აღმოჩენაა!

- ძნელი წარმოსადგენი არც ის არის, რა განცდა ექნებოდა "დიანას" პირველაღმომჩენებს!
- ყველას როდი სურს მსგავსი სიძველე ქვეყანას გადასცეს. ჩემი მეგობარი მარინა ჯღარკავა კი სულს ძლივს ითქვამდა აღტაცებისა და სიხარულისგან. წულაიებიც გაოგნებული იყვნენ, წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!

- თუ ქანდაკება მე-5 საუკუნემდეა შექმნილი, ის შეიძლება იყოს რომაულიც, საქართველოში I-II საუკუნეებში რომაული კულტურის გავლენაც დიდი იყო.
- შესაძლებელია. რომაული ქანდაკება ხომ სრულყოფილების ნიმუშია. ქანდაკებას ელინებზე მეტი გამომსახველობა სწორედ რომაელებმა მიანიჭეს. ასე რომ, თუკი ასეა, მით უკეთესი, მაგრამ ეს ყველაფერი გასარკვევია. გასარკვევია მასალაც, რისგანაც ქანდაკებაა დამზადებული - მარმარილოა თუ ალებასტრი.

ქანდაკებას ამჟამად სპეციალისტები სწავლობენ. მათ ქანდაკების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან დაგზავნეს. ვნახოთ, რა დასკვნას გამოიტანენ. ყველა შემთხვევაში, ხობელებს ამ ულამაზესი ქმნილების აღმოჩენით ძალიან გაგვიმართლა.

ქაქუცა
14 სექტემბერი 2019 16:39
სადაც ეს ქვიშა აიღეს იქ გათხრები და საძიებო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სხვა რამეებიც გამოჩნდება...
g55
09 სექტემბერი 2019 01:08
შეფასებულის 25% ეკუთვნის მპოვნელს,
ანუ 1 მილიონად თუ შეფასდა 250 ათასი, 10 მილიონად თუ შეფასდა მაშინ 2,5 მილიონი
ზვიადი
08 სექტემბერი 2019 17:06
მდინარე ხობისწყლის აყოლებაზე მოკვლევის სამუშაოებია განსახორციელებელი. ვინძლო მართლა აღმოჩნდეს ანტიკური ხანის სამაროვანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა