ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა - კვირის პალიტრა

ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა, - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს:

ინფორმაცია "პირველ არხთან" მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა და სპორტული კომენტატორი იყო.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების მანძილზე მიყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". აღიარება და პოპულარობა კი, სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.