როგორი ამინდი იქნება საქართველოში 2-5 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 2-5 სექტემბერს

2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ამასთან,  თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.