"კარგა ხანია ისე არაფერი გამახარებდა, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ გამახარა!" - კვირის პალიტრა

"კარგა ხანია ისე არაფერი გამახარებდა, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ გამახარა!"

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა... დაგვაინტერესა თუ როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს ცნობილი ქართველი ხელოვანები:

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- კარგა ხანია ასე არაფერი გამახარებდა, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ გამახარა! გადასარევი კანდიდატურაა! გიორგის პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი და სამახსოვრო ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული... ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით! მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ვარ, მეტი რა მექნა?!

- გიორგი გახარიას 21 ივნისის ღამეს უხსენებენ...

- ხალხი ჩემთვის არის ყველაზე უზენაესი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს თავის ადგილი და მამაძაღლებს არ აყვნენ! ამერიკა დიდად არ მომწონს, მაგრამ თუ ვაჟკაცი ხარ პოლიციელს ზედმეტი გაუბედე! კანონი უნდა კანონობდეს და ამას მიაღწევს გიორგი გახარია, ჩვენ თუ ხელს შევუწყობთ! ჩვენს სახლებში უნდა გვქონდეს წესრიგი, ყველაფერი ოჯახიდან იწყება!

გიორგი გახარიას ერთს ვთხოვდი: ბიზნესი ძალიან რთული რამეა, მე არც ბიზნესმენი ვარ, არც მცოდნე და საერთოდ ძალიან შორს ვარ... გიორგი გახარიას ახლა ყველაზე დიდი ჯოხი უჭირავს და უნდა იცოდეს ეს ჯოხი სწორად ვის დაარტყას! ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ მხრივ, რადგან ზოგჯერ ყველას გვეშლება...

- მამუკა ხაზარაძესთან დამოკიდებულებას გულისხმობთ?

- არა მხოლოდ! მამუკა იქნება, ბადრი თუ სხვა... ჩემი მარჩენალი არავინ არის, მაგრამ ბიზნესია საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ გვაცხოვრებს. თუმცა ისიც ყველამ უნდა იცოდეს, საქართველო ქვეყანაა, სადაც წესი და კანონი მოქმედებს!

გიორგი გახარიას მსგავსი მინისტრი ჯერ არ გვყოლია საქართველოში და ერთსაც ვეტყოდი, სიმართლე ყოველთვის მის მხარეს უნდა იყოს და მაშინ იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი! იხილეთ სრულად