"დე­დის მოს­ვლის მერე ხე­ლახ­ლა და­ი­წყო ბავ­შვმა სი­ცო­ცხლეო... მაგ­რამ ვერ ვუშ­ვე­ლეთ. ვერ და­ვეხ­მა­რეთ" - კვირის პალიტრა

"დე­დის მოს­ვლის მერე ხე­ლახ­ლა და­ი­წყო ბავ­შვმა სი­ცო­ცხლეო... მაგ­რამ ვერ ვუშ­ვე­ლეთ. ვერ და­ვეხ­მა­რეთ"

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გუშინ დილით გარდაიცვალა. მას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

16 წლის ლუკა ფოფხაძის მამიდა, ფატი გოგოლაშვილი AMBEBI.GE-ს მოზარდის გარდაცვალების დეტალებს უყვება:

"ბავშვი ზღვაზე იყო, შემდეგ რაჭაში ჩამოვიდა, ფიზიკურად არაფერი არ ემჩნეოდა... მითხრა მამიდაო, ფიტნეს-კლუბში დავდივარ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა მოიხურე-ხოლმეო, ახლაც ზღვაზე რომ ვიყავი, წყალში იშვიათად ჩავდიოდიო. არაფერი ეტყობოდა - არც ტემპერატურა, არც ოფლიანობა, არც უენერგიობა... არაფერი. 19-ში ღამით მამაჩემმა დამირეკა და ბავშის ყვირილი გავიგონე - მამა ვკვდები, დედა ვკვდებიო. რა ჭირს ბავშვს-მეთქი და სახსხრები სტკივა ძალიანო. დავურეკე სასწრაფოს და ზუსტად 12 წუთში მივიდა. მესაუბრნენ ჩემი კოლეგა ექიმები, მითხრეს, რომ არაფერი ისეთი არ ეტყობოდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან ძლიერი სახსრების ტკივილი, ფეხებს ვერ გრძნობდა. გაუკეთეს გამაყუჩებლები და გადაიყვანეს სტაციონარში. იქ საერთოდ ვერ გრძნობდა ფეხებს. უცებ დაეწყო ძლიერი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა. მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე.

როგორც კი ჟანგბადი მიეწოდა, ბავშვი მობრუნდა, და თვალებით გვანიშნებდა ყველაფერს, ფერიც დაუბრუნდა და ადეკვატურიც იყო. კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახე, ქუთაისიდან წამოვიდნენ... მორიგე ექიმმა უთხრა ნეოროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს - ყველა დაკავებულიაო. 20 წუთი გვალოდინეს. დაახლოებით სამ საათში მოვიდა ბრიგადა, რომელიც იყო არაკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული, კატასტროფის მანქანის ფოტოები უნდა ნახოთ - გადავიღეთ. გაგრძელება