აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა 20 ივნისის ღამეს დაშავებულ მაკო გომურს დაბადების დღე მიულოცეს - კვირის პალიტრა

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა 20 ივნისის ღამეს დაშავებულ მაკო გომურს დაბადების დღე მიულოცეს

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა 20 ივნისის ღამეს დაშავებულ მაკო გომურს დაბადების დღე მიულოცეს, რომელიც დღეს 19 წლის გახდა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა მაკო გომურის მიმართ და მას გამოჯანმრთელება უსურვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მაკო გომური არის სიმბოლო იმ ტრაგედიის, რომელიც 20 ივნისის ღამეს დატრიალდა.

აქციის 77-ე დღე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში მიმდინარეობს და სიტყვით რიგითი მოქალაქეები გამოდიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"