საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ტყუპის ვიდეო ინტერნეტჰიტი გახდა - რას ჰყვება ბავშვების დედა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ტყუპის ვიდეო ინტერნეტჰიტი გახდა - რას ჰყვება ბავშვების დედა

6 წლის ტყუპის, მარიამ და ქეთევან ხუბუების მიერ წაკითხული ლექსი, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტჰიტი გახდა. უცხოური აქცენტით მოლაპარაკე ქართველმა ბავშვება სოციალური ქსელის მომხმარებლებს მალევე შეაყვარეს თავი.

როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბავშვები საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ცხოვრობენ და წელს სკოლაშიც იქ მივიდნენ. უფრო დეტალურად, თუ როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში ქართველი ოჯახი შვილებთან ერთად, ამის შესახებ ტყუპის დედა, ინგა ხაჩიძე გვიყვება.

- რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ? გოგონები საფრანგეთში დაიბადნენ?

- ოთხი შვილი მყავს,ორი ბიჭი და ორი გოგო, შუათანა ტყუპია, უფროსია ნიკოლოზი, პატარას კი ლუკა ჰქვია. ნიკოლოზი მყავდა 1 წლის, ტყუპზე რომ დავორსულდი და საქართველოდან წამოვედით. გუშინ დაეწყოთ სწავლა. აქ პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ყოველგვარი პომპეზურობისა და გადაპრანჭვის გარეშე იწყება, მხოლოდ ქართველი ბავშვები არიან ხოლმე ჰალსტუხებითა და საგანგებოდ შეკერილი კაბებით მოსული.

- ფრანგულ სკოლაში რა მოთხოვნები აქვთ პირველკლასელებისადმი? ბაღში აუცილებლად უნდა იაროს? სასკოლო ფორმის ტარება აუცილებელია?

- ბავშვმა სკოლაში წასვლამდე აუცილებლად უნდა იაროს ბაღში. სკოლაში მოსწავლის დასარეგისტრირებლად, მხოლოდ საცხოვრებლის ცნობაა საჭიერო და დაბადების მოწმობა. არანაირი ფორმები არ არის, ვისაც როგორ უნდა, ისე აცვია. იხილეთ ვიდეო და ტექსტი სრულად