მაკო გომური აცხადებს, რომ თბილისში არ იმყოფება და პარლამენტში საშვის დაშვების შესახებ 5 წუთით ადრე გაიგო - კვირის პალიტრა

მაკო გომური აცხადებს, რომ თბილისში არ იმყოფება და პარლამენტში საშვის დაშვების შესახებ 5 წუთით ადრე გაიგო

მაკო გომურის ინფორმაციით, ის თბილისში არ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ მაკა გომურმა "ფეისბუქზე“ დაწერა.

"არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, - წერს ფეისბუქზე მაკო გომური.

"ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით კი, მაკო გომურს პარამენტში არ უშვებენ.

მოგვიანებით მაკო გომურმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული პოსტი წაშალა.

"ინტერპრესნიუსი"