რა ზიანი მიადგა ძლიერი წვიმის გამო ბათუმს? - კვირის პალიტრა

რა ზიანი მიადგა ძლიერი წვიმის გამო ბათუმს?

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ცალკეული ქუჩები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაფიქსირებულია 18-მდე შეტყობინება, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

წყალდიდობის გამო შეფერხება ფიქსირდება გზის საავტომობილო მონაკვეთებზეც. კერძოდ, მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის, დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

"ინტერპრესნიუსი"