"მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს.. რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა"
"მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს.. რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა"
"ეროვნული გამოცდების შედეგების აღსანიშნავად მეგობრები ღამის კლუბში­ წავედით. ვიცეკვეთ, გავერთეთ, ცოტა დავლიეთ, შემდეგ კი გარეთ გამოვედი, სადაც მეგობრებმა­ მომცეს ვარდისფერი ტაბლეტი, რომელსაც ხუმრობით "გოგოური" უწოდეს. ამის შემდეგ ისევ კლუბში შევბრუნდით. შემდეგ არაფერი მახსოვს... ცოტა ხანში­ ძალიან ცუდად გავხდი. მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს და პარკში, სკამზე დამაწვინეს. თუმცა, რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა და მთელი ღამე პარკში გაათენა. გონზე მოვ­ედი, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვანი კადრები მახსოვს. გამთენიისას
მეხვეწებოდა, ვინმეს ნომერი მითხარი, სახლში წაგიყვანონო. ერთი სიტყვით, გადავრჩი... იმ ღამეს პირველად გავსინჯე კლუბური ნარკოტიკი, ჩემი მეგობრები კი ხშირი მომხმარებლები არიან და მოუთმენლად ელიან "პარასკევის პონტს"... მთელი კვირა რობოტებივით მუშაობენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როდის დადგება "პარასკევის რ
ესტარტი". ზოგი არ აღიარებს, რომ დამოკიდებულია, თუმცა ჩვენ ეს ისედაც ვიცით", - 18 წლის ნინა "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ იმ ღამეს პირველად გასინჯა კლუბური ნარკოტიკი, თუმცა, რა იყო ეს, არ იცის, მის მეგობრებში კი ძალიან პოპულარულია "კეტამინი".

სპეციალისტების შეფასებით, "კეტამინი" იწვევს დამოკიდებულებას,­ მკურნალობა კი მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. ნინას გაუმართლა, უამრავმა ახალგაზრდამ კი სიცოცხლე ძილში დაასრულა.

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა­ ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბიდან ოთხი ახალგაზრდა­ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. კლინიკა "ნეოგენის" დირექ­ტორის, ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას შეფასებით, პრობლემა იმაზე მწვავეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

- საქართველოში კლუბური ნარკოტიკი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეს არ ან ვერ კონტროლდება. მძიმე ვითა­რებაა ზღვისპირეთში, ასევე­ იმ რეგიონებში,­ სადაც ხშირად იმართება ფესტივალები.

- რა სახის ნივთიერებებს მოიხმარენ ახალგაზრდები?
- ეს ნივთიერებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, რაც მწვავე­ პრობლემაა­. კლუბების მეპატრონეები ცდილობენ ნარკოტიკები შენობაში არ გაიყიდოს, რადგან ამისთვის სასჯელი მძიმეა, სამაგიეროდ, მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება. მათი მომხმარებლები გამანადგურებელ შედეგზე არ ფიქრობენ.

- თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მოიხმარს კლუბურ ნარკოტიკს? გაგრძელება
Doctor
27 ოქტომბერი 2019 06:10
კეტამინს ვეტერინარები ცხოველების დასაძინებლად იყენებენ, ოპერაციის წინ... მაგრამ, იმისათვის, რომ გული არ გაჩერდეს, სხვა პრეპარატის დამატებაც არის საჭირო და, რა თქ!ა უნდა-აუცილებელია ზუსტი დოზირება, წონის მიხედვით... ესენი კიდევ, ყლაპავენ კანფეტივით. თავად განსაჯეთ-რამდენად უტვინოები არიან ესენი და რამდენად ბოროტი, ვინც ამ ტუტუც ახალგაზრდება ასაღებს ამ მართლა საწამლავს....
ზას.
24 ოქტომბერი 2019 23:41
ეს არის კალაძეს ღამის ეკონომიკა,პირშიშველი ბავშვების ხარჯზე მდიდრდებიან და ყველა დუმს.
დათო
13 ოქტომბერი 2019 21:14
მეგობრები როგორ დამტყდარან ) მალიადეც!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა