"მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს.. რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა" - კვირის პალიტრა

"მეგობრებმა­ ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს.. რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა"

"ეროვნული გამოცდების შედეგების აღსანიშნავად მეგობრები ღამის კლუბში წავედით. ვიცეკვეთ, გავერთეთ, ცოტა დავლიეთ, შემდეგ კი გარეთ გამოვედი, სადაც მეგობრებმა მომცეს ვარდისფერი ტაბლეტი, რომელსაც ხუმრობით "გოგოური" უწოდეს. ამის შემდეგ ისევ კლუბში შევბრუნდით. შემდეგ არაფერი მახსოვს... ცოტა ხანში ძალიან ცუდად გავხდი. მეგობრებმა ცოცხალ-მკვდარი ჰაერზე გამიყვანეს და პარკში, სკამზე დამაწვინეს. თუმცა, რომ ნახეს, გონებას ვკარგავდი, შეშინდნენ და დაიფანტნენ. ვიღაც ბიჭმა მიპოვა და მთელი ღამე პარკში გაათენა. გონზე მოვედი, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვანი კადრები მახსოვს. გამთენიისას მეხვეწებოდა, ვინმეს ნომერი მითხარი, სახლში წაგიყვანონო. ერთი სიტყვით, გადავრჩი... იმ ღამეს პირველად გავსინჯე კლუბური ნარკოტიკი, ჩემი მეგობრები კი ხშირი მომხმარებლები არიან და მოუთმენლად ელიან "პარასკევის პონტს"... მთელი კვირა რობოტებივით მუშაობენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როდის დადგება "პარასკევის რესტარტი". ზოგი არ აღიარებს, რომ დამოკიდებულია, თუმცა ჩვენ ეს ისედაც ვიცით", - 18 წლის ნინა "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ იმ ღამეს პირველად გასინჯა კლუბური ნარკოტიკი, თუმცა, რა იყო ეს, არ იცის, მის მეგობრებში კი ძალიან პოპულარულია "კეტამინი".

სპეციალისტების შეფასებით, "კეტამინი" იწვევს დამოკიდებულებას, მკურნალობა კი მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. ნინას გაუმართლა, უამრავმა ახალგაზრდამ კი სიცოცხლე ძილში დაასრულა.

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბიდან ოთხი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. კლინიკა "ნეოგენის" დირექტორის, ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას შეფასებით, პრობლემა იმაზე მწვავეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

- საქართველოში კლუბური ნარკოტიკი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეს არ ან ვერ კონტროლდება. მძიმე ვითარებაა ზღვისპირეთში, ასევე იმ რეგიონებში, სადაც ხშირად იმართება ფესტივალები.

- რა სახის ნივთიერებებს მოიხმარენ ახალგაზრდები? - ეს ნივთიერებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, რაც მწვავე პრობლემაა. კლუბების მეპატრონეები ცდილობენ ნარკოტიკები შენობაში არ გაიყიდოს, რადგან ამისთვის სასჯელი მძიმეა, სამაგიეროდ, მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება. მათი მომხმარებლები გამანადგურებელ შედეგზე არ ფიქრობენ.

- თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მოიხმარს კლუბურ ნარკოტიკს? გაგრძელება