"9 ცხვარი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს" - კვირის პალიტრა

"9 ცხვარი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს"

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „9 ცხვარი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს“.

მათ ცხვრებს „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატების სახელებიც შეურჩიეს, მათ შორის არჩილ თალაკვაძე, გია ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი და ა.შ.

„ცხვრების ნაწილი შიგნითაა, ნაწილი გარეთ. მხოლოდ ცხვრებს შეუძლიათ მიიღონ ბრძანება, ხელი დააჭირონ ღილაკს. მხოლოდ ცხვრები არიან ეგეთი ცხოველები,“ - განაცხადა აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"