"98-მა მონამ მხარი დაუჭირა იმ ადამიანის გაპრემიერებას, რომელმაც ბავშვებს დასხარა თვალები" - “სირცხვილის დერეფანი" პარლამენტთან - კვირის პალიტრა

"98-მა მონამ მხარი დაუჭირა იმ ადამიანის გაპრემიერებას, რომელმაც ბავშვებს დასხარა თვალები" - “სირცხვილის დერეფანი" პარლამენტთან

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები პარლამენტთან “სირცხვილის დერეფანს" აწყობენ. შესაბამისად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს აქციის და შეძახილების ფონზე ტოვებენ.

"მონებო!“ ,- სკანდირებენ აქციიის მონაწილეები.

"98-მა მონამ მხარი დაუჭირა იმ ადამიანის გაპრემიერებას, რომელმაც ბავშვებს დასხარა თვალები. ჩვენ არ გვყავს დეპუტატები. ჩვენ გვყავს 98 მონა. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს რუსიფიკაციის გზაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ბოლო 5 წელია. უნდა გაიგოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა 98-მა ყურმოჭრილმა მონამ, რომ ჩვენ აღარ გავჩუმდებით არაფერზე,“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელზეც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"