რას წერს დალი ჩიტალაძის ვაჟი სოციალურ ქსელში, რომელიც გუშინ თბილისში დაჭრეს - კვირის პალიტრა

რას წერს დალი ჩიტალაძის ვაჟი სოციალურ ქსელში, რომელიც გუშინ თბილისში დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ვახტანგ სუთიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟს სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი მეგობრებს და ახლობლებს "ფეისბუქით" მიმართავს და მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის:

"ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!" - დაწერა ვახტანგ სუთიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კომენტარებში დაჭრილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. "ჩვენო კეთილო და უმაგრესო ვახო, გამოჯანმრთელდი მალე", - წერს ია ფარულავა.

39 წლის სუთიძე გუშინ თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრეს. როგორც დაჭრილის დედა დალი ჩიტალაძე ყვება, მის ვაჟს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. გაგრძელება