როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-12 სექ­ტემ­ბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-12 სექ­ტემ­ბერს

9-12 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 13-15 სექტემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 9-11 სექტემბერს შესაძლოა მცირე წვიმა, ხოლო 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.