49 წლის ასაკში ნოდარ ხადური გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

49 წლის ასაკში ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.