რატომ გაათავისუფლეს ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან - ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
რატომ გაათავისუფლეს ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან - ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

"მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება
პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ხატია მოისწრაფიშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და
მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის", - წერს მოისწრაფიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"


mmm
10 სექტემბერი 2019 16:17
ყოფილი ნაცი არ არსებობს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები