"არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე... სხვების ნაცვლად მე შემრცხვა" - რას წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში"
"არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე... სხვების ნაცვლად მე შემრცხვა" - რას წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში"
49 წლის ასაკში საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ნოდარ ხადურის გარდაცვალებასთან დაკავშირებითსოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.

"მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე... მის შესახებ "საზოგადოებრივი აზრის" ტყვეობაში მეც
ვიყავი და რა თქმა უნდა მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით... დღეს აღმოჩნდა რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე... ჰოდა სხვების ნაცვლად მე შემრცხვა... როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი, ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის
თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს რომ მეფეს უამრავი "მაბრალობელი" ჰყოლია, ჰოდა "მაბრალობლების" ერად ვიქეცით, ისეთ "მაბრალობლებისა" რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან", - წერს კალანდია "ფეისბუკში". (წყარო)


მკითხველის კომენტარი (16)
k
14 სექტემბერი 2019 08:05
მერე კალანდია შენ მეგობარ და შემქმნელ ნაცებს უსაყვედურე გასაგებად და გარკვევით. შენი ძმები და დები აბულინგებდნენ, არ გინდა ეს თამაში, ჩვენ ხომ გიცნობთ. საერთოდაც თემა ნახე ქმრისგან მილიონად გაყიდული ქალის გარდა რამე ინტელექტუალური და ღირებული.
bela
14 სექტემბერი 2019 00:05
სრულიად ვეთანხმები წერილის ავტორს, რამ გააბოროტა ასე ეს ადამიანები? ამდენი განმკითხავით ბევრი ერი ვერ ,,,იამაყებდა,,
საკუთარ კართან დაგავეთ
13 სექტემბერი 2019 20:04
კარგია თუ შეგრცხვათ, მაგრამ საკუთარი პროფესიის წარმომადგენლების გამი შეგრცხვეთ, აჯობებს. ხალხი რა შუაშია? რაც თქვენმა კოლეგა მოგვაწოდეს, ხალხმაც ის გავიგეთ. პირადად მე, თითქმის არაფერი ვიცი ხადურის შესახებ. ასე რომ ჩემს მაგივრად ნუ შეგრცხვებათ, ყვლას საკუთარი თავის მაგივრად შეგვრცხვეს უკეთესია
თამუნა
13 სექტემბერი 2019 15:08
მსგავსი პატიოსანი ადამიანი მსგავს თანამდებობაზე არ მეგულება. ადამიანი ხომ ცხოველზე დაუნდობელია. ვინ იცის რამდენის სიტყვამ ატკინა გული მართალ და პატიოსან ადამიანს. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა.
ANA
13 სექტემბერი 2019 12:37
უწესო სხვის შესახებ ამბობს უწესოაო.თავად ქურდი სხვის შესახებ ქურდიაო.მსუნაგი, სხვის შესახებ მსუნაგიაო და ა,შ. ბოროტებმა მხოლოდ ცილისწამება იციან.სამწუხაროა,რომ ცილისმწამებლებად გადაიქცნენ ქართველები.ბრიყვები კი უსმენენ მონებივით.
თინა
13 სექტემბერი 2019 11:16
მართლაც ნათელში ამყოფოს უფალმა ამ კეთილი, პატიოსანი და უნიჭიერესი ადამაიანის სული. ბატონი ნოდარის სახელი დაუვწყარი იქნება კოლეგებისა თუ სტუდენტების მხრიდან. სამარადისო ხსოვნა მას. სირცხვილი ბოღმიან ადამიანებს.
kalandias
13 სექტემბერი 2019 10:36
კი, რაკი შენ იტყვი კალანდია
ქართველი!
12 სექტემბერი 2019 16:36
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი, მართლაც ლამაზი, სული!!!
სანდრო
12 სექტემბერი 2019 14:21
კომედი შოუმ აიტაცა ეგ თემა "ჭამე ნოდარი" და შანს არ უშვებდნენ ხელიდან რომ არ დაეცინათ.
Lizi
12 სექტემბერი 2019 12:26
Ar vici ra chirs am ers romelsac pasuhismgebloba daukargavs sakutar siyvasa da definaciazr.
Samaradiso natelshi daamkvidros ufalma misi suli.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები