საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს
საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს
საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, კონკრეტულად რომელ სკოლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლები სამუშაოებს ვერ დაასრულებს, მინისტრის ბრძანებით, სწავლა დროებით გადაიდება.

სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სად შეიძლება სწავლა დროებით გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში
16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქეთი
11 სექტემბერი 2019 11:40
სამარცხვინოები.გადმოგვაყვანინეს ბავშვები სხვა სკოლებიდან და ახლა აღარ ხსნიან 9 ძმის ქუჩაზე ახალ აშენებულ სკოლას.პასუხიც კი არ აქვთ როდის გახსნიან და ამ ყველაფერს ახლა რომ გვაგებინებენ ეტაპობრივათ ჭორის დონეზე თანაც.უსირცხვილოები. დაგვაბრუნეთ #განათლებისსამინისტრო ისევ ძველ სკოლებში

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?