"გამოუშვი ბოლი, მაქედან არა, აქედან" - რა ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

"გამოუშვი ბოლი, მაქედან არა, აქედან" - რა ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო

Facebook-ზე ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებენ პატარა ქართველ გოგონას მარიხუანას.

ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

იხილეთ ვიდეო