სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"