"ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი "მუქარის წერილთან" დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებზე - კვირის პალიტრა

"ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი "მუქარის წერილთან" დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებზე

ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ "არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან" შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით თითის ანაბეჭდია ასახული. ადვოკატი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.

"ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ", - განაცხადა კორძაძემ.

"ინტერპრესნიუსი"